საავტორო სასწავლო პროგრამა ექიმებისა და ასისტენტებისთვის

აკაკი წილოსანის თმის გადანერგვის ინსტიტუტი
Tsilosani Institute Training Program for doctors in hair transplantation

უკვე 10 წელზე მეტია, რაც თმის გადანერგვის მსოფლიოში აღიარებული ექსპერტი აკაკი წილოსანი თავის უზარმაზარ გამოცდილებას უზიარებს ახალგაზრდა კოლეგებს და ატარებს ტრენინგ კურსებს როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი ექიმებისთვის. ჩვენი სკოლა გაიარა 350-ზე მეტმა ექიმმა მსოფლიოს ყველა კუთხიდან, რომელთა დიდ უმრავლესობას თმის გადანერგვის წარმატებული პრაქტიკა აქვთ საკუთარ ქვეყნებში და დღეისთვის ISHRS-ის აქტიური წევრები არიან.

ტრენინგის სრული კურსი დამწყები ექიმებისთვის გრძელდება 1 კვირა. პროგრამა მოიცავს თმის გადანერგვის ყველა ასპექტს - თეორიასა და პრაქტიკას. სწავლება მიმდინარეობს ა. წილოსანის თმის გადანერგვის ინსტიტუტის ბაზაზე, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და დღეისათვის თმის გადანერგვის საუკეთესო ცენტრად ითვლება მსოფლიოში. შემსწავლელებს აქვთ შესაძლებლობა არა მარტო მიიღონ მონაწილეობა, არამედ ა.წილოსანის მეთვალყურეობით თავად შეასრულონ ყველა ეტაპი (თმის ხაზის დიზაინი, ანესთეზია, სადონორო მასალის მოპოვება, გრაფტების დამზადება და მათი იმპლანტაცია) ისეთ ქირურგიულ პროცედურებში, როგორებიც არის:

  • ფოლიკულური გაერთიანებების გადანერგვა (FUT - ზონრის მეთოდი)
  • ფოლიკულური გაერთიანებების ექსტრაქცია (FUE - უნაკერო მეთოდი)
  • სხეულიდან თმის გადანერვა (BHT)
  • წარბების აღდგენა
  • კომბინირებული მეთოდი (FUT + FUE)
  • გრძელი თმის გადანერგვა
  • თმის გადანერგვა წვერში

ექ. წილოსანის კლინიკაში ასევე ტარდება კურსები უკვე მომუშავე გამოცდილ ქირურგ-ტრანსპლანტოლოგებისთვის, რომელთაც სურთ თავისი უნარების სრულყოფა და გამოცდილების მიღება თმის გადანერგვის უახლეს მეთოდებში.

ქირურგებს და ასისტენტებს, რომელთაც აკაკი წილოსანის პროგრამით გაიარეს სწავლების კურსი, გადაეცემათ საერთაშორისო ფორმატის სერტიფიკატი, რომელშიც აღნიშნულია სტაჟიორის მიერ ა. წილოსანის თმის გადანერგვის ინსტიტუტში დამოუკიდებლად ჩატარებული ოპერაციების რაოდენობა.

ექიმი ა. წილოსანი მისი სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულებთან ერთად

Training

Training

Training

Training

Training

Training

Training