მამაკაცთა დაახლოებით 85% განიცდის ანდროგენული ტიპის თმის ცვენას. ზოგადად თმის ცვენა არ არის მოსალოდნელი 18-20 წლის ასაკამდე. მაგრამ ყველა თმის ცვენა არ არის ერთნაირი, და რაც ყველაზე მთავარია, ის არ არის მუდმივი. უკიდურესად მნიშვნელოვანია გამოიკვლიოს და დადგენილ იქნას თმის ცვენის მიზეზი - გენეტიკა, სტრესი, თუ სხვადასხვა გარემო ფაქტორები - რათა მოხდეს მისი სწორი მკურნალობა. თმის ცვენის ყველაზე ხშირი მიზეზებია:
- ანდროგენული ალოპეცია
- ბუდობრივი ალოპეცია
- პირველადი ნაწიბუროვანი ალოპეცია
- მექანიკური თუ ტრაქციული ალოპეცია
- ტრავმის, დამწვრობის და ოპერაციის შემდგომი ნაწიბუროვანი ალოპეცია
თუმცა, ანდროგენული ალოპეციათმის ცვენის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. იგი გამოწვეულია გენეტიკისა და მამაკაცის ჰორმონის დეჰიდროტესტოსტერონის (DHT) ერთობლიობით. ასეთ შემთხვევაში თმის გადანერგვა - ერთადერთი საშუალებაა გამელოტებულ მამაკაცთა 90 პროცენტისთვის მსოფლიოში.
ჩვენი მაღალკვალიფიციური გუნდი უმაღლეს შედეგებს ხელმისაწვდომ ფასებში უზრუნველყოფს.
თმის გადანერგვასთან დაკავშირებით უფასო ონლაინ კონსულტაციისა და ქირურგის რეკომედაციის მისაღებად გთხოვთ
შეავსოთ ფორმა.
ანდროგენული ალოპეცია შეადგენს ქალთა შორის თმის ცვენის ყველა მიზეზის 90%-ს. თმის ცვენას ქალების, ისევე, როგორც მამაკაცების შემთხვევაში სხვადასხვა მიზეზები აქვს. ექსპერტების აზრით, ქალთა მხოლოდ მცირე ნაწილი, რომლებიც თმის ცვენას განიცდიან (30 %-მდე) საჭიროებს თმის გადანერგვას. ასევე არსებობს ქალთა თმის ცვენის სხვა მიზეზებიც, რომელთა მკურნალობა ქირურგიული ჩარევის გარეშეც არის შესაძლებელი, მაგალითად:
- მენოპაუზა
- ორსულობა
- ქიმიოთერაპია
- სტრესი
- ბუდობრივი ალოპეცია
- პირველადი ნაწიბუროვანი ალოპეციები
- დიეტა და შიმშილობა
- ორსულობის ჰორმონალური კონტროლი
- კოსმეტიკის გადაჭარბებული მოხმარება
- ნარკოტიკული დამოკიდებულება
იმისთვის, რომ გაიგოთ, გჭირდებათ თუ არა თმის გადანერგვა, გთხოვთ
შეავსოთ უფასო საკონსულტაციო ფორმა და მიიღეთ პასუხი ქირურგ-ტრანსპლანტოლოგისგან.