FUE - თმის გადანერგვა უნაკერო მეთოდით

თმის უნაკერო გადანერგვამ ექიმ ა. წილოსანის მეთოდით შექმნა მაქსიმალურად ოპტიმალური შედეგების მიღების შესაძლებლობა ალოპეციის VI და VII სტადიების დროსაც კი.

თმის უნაკერო მეთოდით გადანერგვის ნიმუში

თმის გადანერგვა უნაკერო მეთოდით თმის უნაკერო მეთოდით გადანერგვა

თმის უნაკერო გადანერგვა გულისხმობს მბრუნავი მიკროტროაკარებით ინდივიდუალური ფოლიკულური გაერთიანებების ცალობით მოპოვებას თავისა და სხეულის ნებისმიერი ზონიდან.

ოპერაციის ეტაპები:

1. ოპერაციის დაწყებამდე პაციენტს პარსავენ თმას, რის შემდეგაც ქირურგი კომპიუტერული სკანერის, ფოლისკოპის მეშვეობით იკვლევს სადონორო ზონას ფოლიკულური გაერთიანებების სიხშირისა და ხარისხის დასადგენად.

FUE hair transplant


2. გადანერგვის ზონაში ქირურგი აკეთებს სარეციპიენტო მიკროხვრელებს. ამისთვის გამოიყენება სხვადასხვა დიამეტრის სპეციალური ნემსები (0.8 მმ-დან 1.1 მმ-მდე).

FUE hair transplant

3. გაკეთებული მიკროხვრელების რაოდენობას ითვლის ა. წილოსანის მიერ გამოგონილი სპეციალური მრიცხველი (ინტელექტუალური საკუთრების საქართველოს ეროვნული ცენტრის პატენტი U1067) და მონაცემები ეკრანზე გამოაქვს, რაც პაციენტს საშუალებას აძლევს გადანერგილი გრაფტების რაოდენობის ზუსტი მონიტორინგი აწარმოოს.


FUE hair transplant


4. გრაფტების მოსაპოვებლად ქირურგი იყენებს სპეციალურ აპარატით მბრუნავ მიკროტროაკარს (პანჩს), რომელიც არ ტოვებს ხაზოვან ნაწიბურებს სადონორო ზონაში.

FUE hair transplant 


5. უნაკერო მეთოდით გადანერგვის დროს ა. წილოსანი იყენებს საკუთარი გამოგონების მიკროტროაკარს - პანჩს (ინტელექტუალური საკუთრების საქართველოს ეროვნული ცენტრის პატენტი P3010), რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ტიპის ალესვითა და სპეციალური ფანჯრით, რომელიც გრაფტების ამოღების პროცესს აადვილებს.

FUE hair transplant


6. მოპოვებული გრაფტები თავსდება სპეციალურ კონტეინერებზე პეტრის ფინჯნებში.


FUE hair transplant


7. 2-3 ასისტენტი ერთდროულად ახორციელებს სადონორო გრაფტების ჩანერგვას წინასწარ გაკეთებულ მიკროხვრელებში.

FUE hair transplant


8. ასე გამოიყურება პაციენტის სარეციპიენტო და სადონორო ზონები უშუალოდ ოპერაციის შემდეგ.

FUE hair transplant





უნაკერო (FUE) მეთოდით თმის გადანერგვის ოპერაციების შედეგების ნიმუშები:

პაციენტი 1 (1000 გრაფტი)

გრძელი თმის გადანერგვა თმის გადანერგვა უნაკერო მეთოდით

პაციენტი 2 (1200 გრაფტი)

გრძელი თმის გადანერგვა თმის გადანერგვა უნაკერო მეთოდით

პაციენტი 3 (1500 გრაფტი)

გრძელი თმის გადანერგვა თმის გადანერგვა უნაკერო მეთოდით

პაციენტი 4 (2000 გრაფტი)

FUE hair transplant

პაციენტი 5 (2500 გრაფტი)

FUE hair transplant

პაციენტი 6 (3000 გრაფტი)

FUE hair transplant

პაციენტი 7 (4000 გრაფტი)

FUE hair transplant