გრძელი თმის გადანერგვა წვერში

Patient feedback



თმის გადანერგვის საბოლოო შედეგის წინასწარი ნახვის შესაძლებლობა - არ წარმოადგენს გრძელი თმის გადანერგვის ერთადერთ უპირატესობას. ეს მეთოდი პაციენტს უნიკალურ საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღოს წვერის კონტურისა და სიხშირის ფორმირებაში უშუალოდ ოპერაციის მსვლელობის დროს. გრძელი თმის გადანერგვამ გამოიწვია მრავალი სხვა ტექნიკური, ქცევითი და კომუნიკაციური ცვლილება, რაც უამრავ უპირატესობას იძლევა:

  • ქირურგსა და პაციენტს შეუძლიათ ნახონ ოპერაციის შედეგი უკვე მისი დასრულებისთანავე;
  • ოპერაციის შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდი ყველასთვის შეუმჩნევლად მიმდინარეობს;
  • პაციენტის მიერ საბოლოო შედეგის უფრო რეალისტური წარმოდგენის შესაძლებლობა;
  • პაციენტს აქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ოპერაციის შედეგის დაგეგმვაში;
  • გრძელი თმის გადანერგვა ქირურგს საშუალებას აძლევს ყველა ცალკეულ შემთხვევაში პაციენტის თმის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით უფრო ზუსტად დაადგინოს სადონორე გრაფტების იმპლანტაციის სიხშირე და მიმართულება.



სპეციალური შეთავაზებისათვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ!

წვერის გადანერგვა ხორციელდება მამაკაცებში წვერის გაცვენის დროს ან იმ შემთხვევებში, თუ წვერი, ულვაში ან ბაკენბარდები საერთოდ არ იზრდება. ის საჭიროა მაშინაც, როდესაც სახეზე არსებობს დამწვრობის ან ტრავმის შემდგომი ნაწიბური. ასეთ შემთხვევებში თმის გადანერგვა არა თუ სასურველია, არამედ ძალიან საჭიროცაა.

ჩვეულებრივ სადონორო თმა მოიპოვება კეფის არედან, მაგრამ კეფაზე მწირი სადონორო მარაგის შემთხვევაში თმის მოპოვება მკერდიდან და სხეულის სხვა ადგილებიდანაც არის შესაძლებელი. აკაკი წილოსანის ორიგინალური მეთოდის საშუალებით წვერში თმის გადანერგვის ოპერაციები პრაქტიკულად ყოველგვარი სისხლისდენისა და ტკივილის გარეშე მიმდინარეობს.

წვერში თმის გადანერგვის ოპერაცია ხორციელდება რბილ ქსოვილებზე კარგი სისხლმომარაგებით, აქედან გამომდინარე პოსტოპერაციული ნიშნები ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად გადის და უკვე ერთი კვირის შემდეგ არანაირი ხილული კვალი არ ჩანს.


წვერის გადანერგვის სადემონსტრაციო ვიდეო:


წვერში თმის გადანერგვის ოპერაციების შედეგების ნიმუშები:

პაციენტი #1

წვერის გადანერგვა

წვერის გადანერგვა თბილისი, საქართველო.
წვერის გადანერგვის შედეგები.

პაციენტი #2

წვერის აღდგენა თბილისი, საქართველო.
წვერის აღდგენა