ექიმ აკაკი წილოსანის საავტორო მეთოდი

Доктор Акакий Цилосани


მოგესალმებით ჩვენს საიტზე და მინდა წარმოგიდგინოთ ექიმ წილოსანის მეთოდი, ჩვენი კოლექტივი და და პირადად საკუთარი თავი. უკვე 20 წელიწადზე მეტია, რაც თმის გადანერგვით ვარ დაკავებული. ამ პერიოდის განმავლობაში ჩატარდა თმის აღდგენის 10 000-ზე მეტი ოპერაცია, როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებშიც (გაერთიანებული სამეფო, არაბეთის გაერთიანებული საემირო, კუვეიტი, უკრაინა, რუსეთი, ინდოეთი, მალაიზია, ტაილანდი, ბელორუსი, საფრანგეთი, მავრიკია, სომხეთი, უზბეკეთი). ჩემს პაციენტებს შორის ყველა რასისა (ევროპელები, აფრიკელები და აზიის ქვეყნების წარმომადგენლები) და ყველა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელი ყოფილა (პოსტრავმული ნაწიბურების მქონე ბავშვებიდან დაწყებული - 78 წლამდე ასაკის მამაკაცებით დამთავრებული). მართალია რთულია ზუსტი დაანგარიშების წარმოება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი სპეციალიზაცია ყოველთვის მოიცავდა თმის გადანერგვის საშუალო და დიდ მასშტაბებს, გამოდის, რომ თმის ქირურგ-ტრანსპლანტოლოგად მუშაობის მანძილზე მე განვახორციელე 20 მლნ-ზე მეტი გრაფტის გადანერგვა!

ამ წლების მანძილზე თმის ტრანსპლანტოლოგია არ იდგა ერთ ადგილზე, პლასტიკური ქირურგიის ეს მიმდინარეობა აქტიურად ვითარდებოდა. მკვეთრი ცვლილებები, რომლებიც მოხდა თმის ტრანსპლანტაციის სფეროში, შეიძლება შევადაროთ ბოლო 15-20 წლის მანძილზე მობილური კავშირის თუ კომპიუტერული ტექნიკის მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებს. ყველა ეს წელი მე ვიყავი ISHRS-ს (თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოება) აქტიური წევრი, გავხდი AAAM (ესთეტიკური მედიცინის ამერიკული აკადემიის) პროფესორი, მიმიღია მონაწილეობა ათობით კონგრესსა და ვორკშოპში, ჩამიტარებია მრავალრიცხოვანი მასტერ-კლასები და დავსწრებივარ მსოფლიოს წამყვანი თმის ტრანსპლანტოლოგების მასტერ-კლასებს.

უზარმაზარი მრავალწლიანი გამოცდილების მიუხედავად, კოლეგების გამოცდილებას ყოველთვის ვიღებდი მხედველობაში, ყოველთვის პრაქტიკაში ვიყენებდი და ვამოწმებდი არა მხოლოდ საკუთარ მიღწევებს, არამედ სხვა მიმდინარე მეთოდებსა და ტექნიკებს და ვარჩევდი საუკეთესოს. ასეთი სინთეზის შედეგად შევიმუშავე შედეგზე მაქსიმალურად ორიენტირებული თმის გადანერგვის კონცეფცია.

როგორია თმის გადანერგვის “ბრწყინვალე” შედეგის კრიტერიუმები? ის, რომ თმის გადანერგვა შედეგიანი იყო იმ მხრივ, რომ გადანერგილი თმა იწყებს ზრდას და იზრდება პაციენტის მთელი ცხოვრების განმავლობაში, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იან წლებში იყო ცნობილი. შეკითხვა კი იმაში მდგომარეობს, თუ როგორ იზრდება ის. უწინ ხშირად “თოჯინის თავის” ეფექტის თუ არასწორად აღდგენილი თმის ხაზის შემთხვევებში (იხ. ფოტო № 1), პაციენტებს ერჩივნათ, რომ თმა საერთოდ აღარ გაზრდოდათ...


თმის გადანერგვა

ფოტო #1




თმის ტრანსპლანტოლოგიის სფეროში ჩემი კარიერის დასაწყისში, XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე, მე ოთხი მთავარი მიზანი დავსახე, რომელთა მიღწევისას შეიძლებოდა საუბარი თმის გადანერგვის ბრწყინვალე შედეგზე და მთელი ჩემი სამეცნიერო-პრაქტიკული მოღვაწეობა მათ განხორციელებაზე მივმართე.

  • პირველი - შედეგების ბუნებრიობა. გადანერგილი თმა ბუნებრივივით უნდა გამოიყურებოდეს და მათი გარჩევა პრაქტიკულად შეუძლებელი უნდა იყოს.
  • მეორე - გადანერგილი თმის მაღალი, სასურველია ბუნებრივი სიხშირის მიღწევის შესაძლებლობა.
  • მესამე - ზემოხსენებული მიზნების მიღწევის შესაძლებლობა გართულებებისა და გვერდითი მოვლენების გარეშე.
  • მეოთხე - ზემოხსენებული მიზნების მიღწევის შესაძლებლობა პაციენტისთვის მინიმალური დისკომფორტით, სასურველია ერთ ოპერაციაში და, შეძლებისდაგვარად, პაციენტის მინიმალური მატერიალური და დროის მინიმალური დანახარჯებით.


2008-2010 წლებში მე დავასრულე თმის გადანერგვის ჩემი კონცეფციისა და მეთოდიკების კომპლექსის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფდა ამ მიზნების მიღწევას და იძლეოდა ბრწყინვალე შედეგების მიღების შესაძლებლობას ანდროგენული ალოპეციის მაღალ სტადიებშიც კი (V-VII კლასები ნორვუდის მიხედვით). თმის გადანერგვისას მიზანი №1 (ისევე, როგორც ესთეტიკური ქირურგიის სხვა სფეროებში) არის ბუნებრივი შედეგების მიღწევა. XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე, როდესაც თმის გადანერგვა ახალი დაწყებული მქონდა, ამერიკელი ქირურგების მიერ (ბ. ლიმერი, რ. ბერშტეინი, ვ. როსმანი და სხვ.) უკვე იყო შემუშავებული ფოლიკულური გერთიანებების გადანერგვის ტექნიკა სტერეომიკროსკოპების გამოყენებით, თუმცა მთელს მსოფლიოში განაგრძობდნენ თმის გადანერგვას მიკროგრაფტინგის მეთოდით, ხანდახან კი «მსხვილი» (4 მმ) გრაფტების მეთოდის გამოყენებით. თმის ხაზის დიზაინს მცირე ყურადღება ექცეოდა. ის ტერასებად ფორმირდებოდა, ხოლო გრაფტების ჩანერგვის ადგილები მიკროკრატერებად გამოიყურებოდა, რაც არანაირად არ შეესაბამებოდა ბუნებრივი შედეგის კონცეფციას. გრაფტების ჩასანერგი მიკროხვრელები დანის პირებით კეთდებოდა, გრაფტები დიდ ჩაღრმავებებში ვარდებოდა, რაც შეხორცებისას ცვლიდა თმის ორიენტაციას და ხელს უწყობდა იმას, რომ თმა გადანერგვის შემდეგ თითქოს პატარა ორმოებიდან (იხ. ფოტო №2, №3, №4) და არასწორი მიმართულებით იზრდებოდა (საუკეთესო შემთხვევაში უფრო ვერტიკალურად, ვიდრე ბუნებაშია).


თმის გადანერგვა

ფოტო #2





თმის გადანერგვა

ფოტო #3





თმის გადანერგვა

ფოტო #4



მსგავსი ეფექტის გამოსარიცხად და ბუნებრივი შედეგის მისაღწევად 2002 წელს მე ნელ-ნელა დავიწყე გრაფტების ჩასანერგად განკუთვნილი მიკროხვრელების ზომებისა და სიღრმის შემცირება და ამისთვის ვიყენებდი 1,5 მმ, 1 მმ და 0,74 მმ მიკროდანებს Sharpoint (იხ. ფოტო №5), რომლებიც სიღრმის ლიმიტერით აღვჭურვე.


Пересадка волос

ფოტო #5



მიკროდანებით მიღებული საგიტალური და კორონარული მიკროხვრელებისბის მრავალწლიანი დაკვირვებებისა და ექსპერიმენტების შემდეგ, მე გადავედი სხვადასხვა კალიბრის მქონე (21 G, 20 G, 19 G) ნემსების გამოყენების ტექნიკაზე სხვადასხვა ზომის (1, 2 და 3-4 თმიანი) ფოლიკულური გაერთიანებებისათვის (იხ. ფოტო №6), ვინაიდან ისინი ნაკლებად აზიანებდნენ არსებულ თმას რეცეპიენტურ ზონაში.

Пересадка волос

ფოტო #6


ნემსები უმარტივესი ფორმით იხრებოდა საჭირო სიგრძემდე, რაც უზრუნველყოფდა საჭირო სიღრმის მიკროხვრელების გაკეთებას (ფოტო №6). მიკროხვრელების 4 მმ-ზე ნაკლები სიღრმის შეზღუდვა ერთის მხრიდან, ამცირებდა სკალპის ტრავმატიზმსა და მიკროცირკლულაციის დარღვევის რისკს, რაც ზრდიდა გრაფტების სიცოცხლისუნარიანობას, მეორეს მხრივ გადანერგილი თმის ზრდის ადგილას გამორიცხავდა «ღრმულების» წარმოქმნას, ხოლო მესამე მხრივ ამცირებდა ფოლიკულიტების წარმოქმნის ალბათობას გრაფტების ღრმად, დერმის ქვეშ «ჩავარდნის» თავიდან აცილების წყალობით.

თუმცა მიკროხვრელების ზომების შემცირება მოითხოვდა გრაფტების ზომის ადეკვატურ შემცირებას, რათა ასისტენტებს მარტივად და დაზიანებების გარეშე შესძლებოდათ მათი ჩანერგვა. საჭირო იყო ოქროს შუალედის პოვნა: გრაფტების პრეპარირება მაქსიმალურად მცირე ზომამდე, მაგრამ, ამავდროულად ისე, რომ არ დარღვეულიყო ფოლიკულური გაერთიანებების მთლიანობა (მათი გაყოფის გარეშე) და საკმარისი ქსოვილი დარჩენილიყო ფოლიკულების გარშემო იმპლანტაციის პროცესში დეჰიდრაციისგან და ტრავმატიზმისგან დაცვის მიზნით (ფოტო №7).

Пересадка волос

ფოტო #7


გრაფტების პრეპარირების ასეთი მაღალი ხარისხი მიკროსკოპულ ტექნიკას მოითხოვდა. ჩვეულებრივი სათვალის ან ლუპის გამოყენება აშკარად არ იყო საკმარისი. აშშ-ში 1995-2005 წლებში სტერეომიკროსკოპიულ ტექნიკაზე გადასვლა მტკივნეულად მიმდინარეობდა. გამოცდილ ასისტენტ-პრეპარატორებს, რომლებიც მიჩვეულები იყვნენ გრაფტების სწრაფ დაჭრას გადიდების გარეშე ან მცირე გადიდების ქვეშ, უჭირდათ მიკროსკოპთან მუშაობა (იხ. ფოტო №8).

Пересадка волос

ფოტო #8


ბევრი ოპონენტი იყო. კლინიკა «თალიზშიც», რომელსაც მაშინ ვხელმძღვანელობდი, ადგილი ჰქონდა სირთულეებს. თუმცა 2003 წელს ჩვენ ვიყავით პირველები მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში, ვინც გადავედით გრაფტების სრულ სტერეომიკროსკოპულ პრეპარირებაზე. ამ სიახლეებმა, პლუს თმის ხაზის ორიგინალურმა დიზაინმა, საშუალება მოგვცა მკვეთრად გაგვეუმჯობესებინა თმის გადანერგვის შედეგები, მივაღწიეთ რა თმის გადანერგვის, მაღალ, სასურველ ბუნებრივ სიხშირეს (იხ. ფოტო №9, №10, №11)

Пересадка волос

ფოტო #9




Пересадка волос

ფოტო #10




Пересадка волос

ფოტო #11


კეფაზე ბუნებრივი სიხშირე შეადგენს 70-80 ფოლიკულურ გაერთიანებას (ფ.გ.) 1 სმ2-ზე (იხ. ფოტო №12) და თუმცა თმის ტრანსპლანტოლოგიაში კოსმეტიკურად მისაღები სიხშირე განისაზღვრებოდა, როგორც 20-25 ფ.გ. ერთ კვადრატულ სანტიმეტრზე, მაღალი, ბუნებრივი სიხშირისგან ვიზუალურად განუსხვავებელი სიხშირის მისაღწევად, საჭირო იყო გადანერგილი თმის ზრდისთვის მიგვეღწია 35-40, ხოლო თმის ხაზის მიდამოებში 45 ფ.გ-სთვისაც კი ერთ კვადრატულ სანტიმეტრზე. თუ მცირე რეციპიენტულ ზონებში (II-III ხარისხი მამაკაცური ტიპის თმის ცვენა ნორვუდის მიხედვით) ეს შესაძლებლად ისახებოდა, თმის ცვენის მაღალ სტადიებზე (IV-VII ხარისხი ნორვუდის მიხედვით), როდესაც რეციპიენტული ზონა აღემატებოდა 100 კვ. სმ.-ს, ასეთი სიხშირის მიღება შეუძლებლად ჩანდა, რადგან ამისთვის არანაკლებ 4000 გრაფტის მოპოვება და გადანერგვა იყო საჭირო, ამასთან მათი 100 %-იანი სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფით.

Пересадка волос

ფოტო №12



იმისთვის, რომ ეს არქირთული ამოცანა გადაგვეჭრა, მოგვიწია რიგი ტექნოლოგიური პრობლემების გადალახვა, რომელთაგან უმთავრესი იყო:

  • სადონორო არისგან საჭირო რაოდენობის 4000-6000 გრაფტის მიღების პრობლემა;

  • ძლიერი, მაღალკვალიფიციური გუნდის შეკრება, რომელსაც შესწევდა უნარი უმოკლეს ვადებში და ხარისხიანად ამხელა რაოდენობის გრაფტების გადანერგვა;

  • ანესთეზიის სანდო მეთოდიკის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფდა სკალპის ვრცელი ზონების ხანგრძლივ გაუტკივარებას და, ამავდროულად, მინიმუმამდე დაიყვანდა სისხლდენასა და შეშუპებას და ნაკლებად ტოქსიკური იქნებოდა.

  • გრაფტების 100-იანი სიცოცხლისუნარიანობის მიღწევა მათი ჩანერგვის მაღალი სიმჭიდროვით (35-40 ფ.გ. 1 კვ.სმ.-ზე).


XXI-ე საუკუნის დასაწყისში თმის გადანერგვის ძირითადი მეთოდი იყო FUT - ზონრის მეთოდი. მრავალრიცხოვანი კვლევებისა და დაკვირვებების შედეგად, მე შევიმუშავე სადონორო ჭრილობის პლასტიკის საკუთარი ტექნიკა, რომელიც უზრუნველყოფდა შეხორცებას კოსმეტიკურად მისაღები ნაწიბურით ფართე სადონორო ზონრის ექსციზიის დროსაც კი, რომელიც საჭირო იყო დიდი რაოდენობის გრაფტების მისაღებად. შემდგომში, შევმატე რა ჩემს მეთოდიკას ტრიქოფიტული დახურვის ტექნიკა, ჩვენ ბრწყინვალე ნაწიბურებს მივაღწიეთ თმის გადანერგვის გიგა-სესიებშიც კი (იხ. ფოტო №13).

Пересадка волос

ფოტო #13


კეფაზე მცირე სადონორო მარაგების შემთხვევაში მე გადანერგვისთვის დავიწყე თმის გამოყენება წვერიდან, მკერდიდან და ბოქვენიდან. საბოლოო ჯამში საჭირო რაოდენობის გრაფტების პრობლემა მოგვარებული იყო. პარალელურად შევქმენი ასისტენტთა მრავალრიცხოვანი მაღალკვალიფიციური გუნდი, რომელთაც შეეძლოთ ათასობით გრაფტის სწრაფად პრეპარირება და გადანერგვა. 2003 წელს შევიმუშავე ადგილობრივი ანესთეზიის ორიგინალური მეთოდიკა (პატენტი №1068, 12.09.2003, საქართველოს რესპუბლიკა), რომელიც უზრუნველყოფდა მთლიანი სკალპის მრავალსაათიან (8-დან 10 საათამდე) სანდო გაყუჩებას და რომელსაც არ გააჩნდა ტოქსიკური თვისებები, მინიმუმამდე დაჰყავდა სისხლდენა და არ იწვევდა სახის შეშუპებებს.

მრავალწლიანი შრომა და ძიება ტრიუმფით დასრულდა: 2012 წლის აპრილში ჩვენ განვხორციელა თავისი მასშტაბით თმის უნიკალური გადანერგვა - 11 საათის განმავლობაში პაციენტს გადაენერგა 9688 ფოლიკულური გაერთიანება, რაც აბსოლუტური მსოფლიო რეკორდია და დღესდღეობითაც ასეთად რჩება (იხ. ფოტო №14 ა, ბ, გ).


Пересадка волос

ფოტო #14 ა



Пересадка волос

ფოტო #14 ბ



Photo 14

ფოტო #14 გ




მაგრამ ჩემს უმთავრეს პროფესიულ მიღწევად მაინც მივიჩნევ ჩვენს მიერ გადანერგილი გრაფტების მაღალ სიცოცხლისუნარიანობას. თუნდაც რეკორდული ოდენობის გრაფტების გადანერგვა ერთია, ხოლო მათი მაღალი სიცოცხლისუნარიანობის მიღწევა კი მეორე.
თმის ტრანსპლანტოლოგიაში დღემდე დომინირებს აზრი, რომ 1 კვ სმ-ში 25 ფ.გ.-ზე მაღალი სიხშირე ამცირებს მათ სიცოცხლისუნარიანობას. მრავალრიცხოვანი კვლევებითა და მრავალწლიანი სტატისტიკის წარმოებით ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ეს ასე არ არის. 2003 წელს მე ვაჩვენე, რომ გადანერგვის სიხშირის სამმაგად გაზრდა 15 ფოლიკულური გაერთიანებიდან (საკონტროლო ჯგუფი) 45 ფოლიკულარულ გაერთიანებამდე 1 კვ სმ-ში არ იწვევდა სიცოცხლისუნარიანობას შემცირებას (იხ. ფოტო №15). 2004 წელს მე მივაღწიე 96%-იან სიცოცხლისუნარიანობას 1 კვ სმ-ში 64 ფოლიკულური ერთეულის გადანერგვით (იხ. ფოტო №16).

Пересадка волос

ფოტო #15



Пересадка волос

ფოტო #16


2008 წელს ჩვენმა გუნდმა მიაღწია რეკორდულ სიხშირეს 100 გრაფტი (170 თმა) 1 კვ სმ-ში სიცოცხლისუნარიანობას დაკნინების გარეშე - 92% (იხ. ფოტო №17).
მსოფლიოს არცერთი ქირურგი ჯერ არ მიახლოებულა ასეთ შედეგებს. საუკეთესო მაჩვენებლები აღინიშნება გიგა-სესიების კანადელი «მეფის» ჯ.ვონგის და მისი თანაავტორების კვლევებში - 72 ფოლიკულური გაერთიანება 1 კვ სმ-ში 96% სიცოცხლისუნარიანობით და ცნობილ ესპანელ ქირურგ ხ.ლორენცოსთან - 80 ფოლიკულური გაერთიანება 1 კვ სმ-ში. თუმცა ლორენცო გვაწვდის მხოლოდ იმპლანტაციის შემდგომ ფოტოებს და არა ერთი წლის შემდგომი პერიოდისას. ამიტომ მისი გრაფტების სიცოცხლისუნარიანობაზე ვერ ვიმსჯელებთ. ყველა სხვა ინფორმაცია ჩვენთან მიახლოებული შედეგების თაობაზე ფოტოებით თუ დოკუმენტურად არ დასტურდება.

Пересадка волос

ფოტო #17 ა




Пересадка волос

ფოტო #17 ბ




Пересадка волос

ფოტო #17 გ



«ქირურგისთვის გამოცდილება ძალიან ბევრს ნიშნავს, ყველაფერს თუ არა. რა მასწავლა 10 000 ოპერაციამ? ალბათ იმის გაცნობიერება, რომ ფოლიკულები, რომლებთანაც ჩვენ ვმუშაობთ, პაწაწინა, ცოცხალი და ძალიან ნაზი და მგრძნობიარე არსებებია, მათთან ძალიან ფრთხილი მოპყრობაა საჭირო, ისინი უბრალოდ უნდა გიყვარდეს და ზრუნავდე მათზე. და როგორი სრულყოფილი და საიუველიროც არ უნდა იყოს ჩვენი საოპერაციო ტექნიკა, ფოლიკულებისთვის გადანერგვა უზარმაზარ სტრესსა და ტრავმას იწვევს და კარგი სიცოცხლისუნარიანობის მისაღწევად საჭიროა გადანერგილი ფოლიკულებისადმი ყოველმხრივი დახმარება »


ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მე დავიწყე კომპლექსური კონსერვატიული მკურნალობის გამოყენება თმის გადანერგვის ყველა პროცედურის პარალელურად.
  • იაპონური მეთოდიკა რეიკი, რომელიც ახორციელებს ფოლიკულების ენერგეტიკულ კვებას.

  • მედიკამენტოზური მკურნალობა, რომელიც იცავს ფოლიკულებს დეჰიდროტესტოსტერონის გამანადგურებელი გავლენისგან.

  • PRP და Acel მეთოდიკა, რომელიც აუმჯობესებს მიკროცირკულაციას ფოლიკულებისთვის.


Трансплантация волос



Трансплантация волос

ფოტო #18




Трансплантация волос

ფოტო #19


ამ მეთოდების გამოყენებამ თმის გადანერგვის სრულყოფილ ტექნიკასთან კომპლექსში მნიშვნელოვნად გაზარდა თმის ზრდის პერსონალური ინდექსი, გააუმჯობესა გრაფტების სიცოცხლისუნარიანობა და საშუალება მოგვცა ბრწყინვალე შედეგებისთვის მიგვეღწია (იხ. ფოტო 18, 19).