აკაკი წილოსანი, MD, PhD




12 000თმის გადანერგვა
წარმატებული ოპერაცია
21 მილიონითმის გადანერგვა
გადანერგილი გრაფტი
95%თმის გადანერგვა
გრაფტების სიცოცხლისუნარიანობა
9 500+თმის გადანერგვა
გრაფტი ერთ ოპერაციაში






პროფესორი აკაკი წილოსანი

აკაკი წილოსანი - თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS) წევრი, თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების ფელოუ (FISHRS), თმის აღდგენითი ქირურგიის აზიური ასოციაციის (AAHRS) პრეზიდიუმის წევრი, მსოფლიო FUE ინსტიტუტის (WFI) წევრი, თმის კვლევის უკრაინული საზოგადოების (UHRS) საპატიო წევრი, საქართველოს პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის საზოგადოების (GEOPRAS) წევრი, ესთეტიკური მედიცინის ამერიკული აკადემიის (AAAM) პროფესორი. არის 42 სამეცნიერო ნაშრომისა და 6 გამოგონების ავტორი თმის გადანერგვის დარგში. გაიგეთ მეტი თმის გადანერგვის სიახლეების შესახებ. პროფესორი აკაკი წილოსანი
22 წლიანი წარმატებული პრაქტიკა
თმის გადანერგვის დარგში

FELLOW OF THE ISHRS     AAHRS





პროფ. აკაკი წილოსანი ატარებს ოპერაციებს თბილისში და ასევე შემდეგ ქვეყნებში:

დამატებითი ინფორმაციისთვის და ა. წილოსანის ოპერაციების განრიგის გასაგებად, დაგვიკავშირდით.

აკაკი წილოსანი

საქართველო

უკრაინა

სომხეთი

რუსეთი

ქუვეითი

დუბაი


FUT - ზონრის მეთოდი

ზონრის მეთოდით თმის გადანერგვა გულისხმობს კეფიდან სადონორო მასალის მოპოვებას კანის თმიანი ზონრის სახით.

იხილეთ მეტი...

FUE - უნაკერო მეთოდით

თმის უნაკერო გადანერგვა გულისხმობს მბრუნავი მიკროტროაკარებით ინდივიდუალური ფოლიკულური გაერთიანებების ცალობით მოპოვებას თავის და სხეულის ნებისმიერი ზონიდან.

იხილეთ მეტი...

გრძელი თმის გადანერგვა

მეთოდი გულისხმობს გრაფტების გადანერგვას გრძელი თმით, 2 სმ-ზე მეტი სიგრძის. მთავარი მიზანია საბოლოო შედეგის დანახვის შესაძლებლობა უშუალოდ ოპერაციის დასრულებისთანავე და არა 1 წლის შემდეგ.

იხილეთ მეტი...

თმის გადანერგვა წვერში

ჩვენ წარმატებულად ვახორციელებთ თმის გადანერგვას წვერის და ულვაშების არეში. ჩვეულებრივ, გრაფტების რაოდენობა მერყეობს 1500-დან 2500-მდე. სადონორო ზონად გამოიყენება კეფა.

იხილეთ მეტი...


მამაკაცთა დაახლოებით 85% განიცდის ანდროგენული ტიპის თმის ცვენას. ზოგადად თმის ცვენა არ არის მოსალოდნელი 18-20 წლის ასაკამდე. მაგრამ ყველა თმის ცვენა არ არის ერთნაირი, და რაც ყველაზე მთავარია, ის არ არის მუდმივი. უკიდურესად მნიშვნელოვანია გამოიკვლიოს და დადგენილ იქნას თმის ცვენის მიზეზი - გენეტიკა, სტრესი, თუ სხვადასხვა გარემო ფაქტორები - რათა მოხდეს მისი სწორი მკურნალობა. თმის ცვენის ყველაზე ხშირი მიზეზებია:
აკაკი წილოსანი
  • ანდროგენული ალოპეცია
  • ბუდობრივი ალოპეცია
  • პირველადი ნაწიბუროვანი ალოპეცია
  • მექანიკური თუ ტრაქციული ალოპეცია
  • ტრავმის, დამწვრობის და ოპერაციის შემდგომი ნაწიბუროვანი ალოპეცია
თუმცა, ანდროგენული ალოპეციათმის ცვენის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. იგი გამოწვეულია გენეტიკისა და მამაკაცის ჰორმონის დეჰიდროტესტოსტერონის (DHT) ერთობლიობით. ასეთ შემთხვევაში თმის გადანერგვა - ერთადერთი საშუალებაა გამელოტებულ მამაკაცთა 90 პროცენტისთვის მსოფლიოში.

ჩვენი მაღალკვალიფიციური გუნდი უმაღლეს შედეგებს ხელმისაწვდომ ფასებში უზრუნველყოფს.

თმის გადანერგვასთან დაკავშირებით უფასო ონლაინ კონსულტაციისა და ქირურგის რეკომედაციის მისაღებად გთხოვთ შეავსოთ ფორმა.


ანდროგენული ალოპეცია შეადგენს ქალთა შორის თმის ცვენის ყველა მიზეზის 90%-ს. თმის ცვენას ქალების, ისევე, როგორც მამაკაცების შემთხვევაში სხვადასხვა მიზეზები აქვს. ექსპერტების აზრით, ქალთა მხოლოდ მცირე ნაწილი, რომლებიც თმის ცვენას განიცდიან (30 %-მდე) საჭიროებს თმის გადანერგვას. ასევე არსებობს ქალთა თმის ცვენის სხვა მიზეზებიც, რომელთა მკურნალობა ქირურგიული ჩარევის გარეშეც არის შესაძლებელი, მაგალითად:

  • მენოპაუზა
  • ორსულობა
  • ქიმიოთერაპია
  • სტრესი
  • ბუდობრივი ალოპეცია
  • პირველადი ნაწიბუროვანი ალოპეციები
  • დიეტა და შიმშილობა
  • ორსულობის ჰორმონალური კონტროლი
  • კოსმეტიკის გადაჭარბებული მოხმარება
  • ნარკოტიკული დამოკიდებულება

იმისთვის, რომ გაიგოთ, გჭირდებათ თუ არა თმის გადანერგვა, გთხოვთ შეავსოთ უფასო საკონსულტაციო ფორმა და მიიღეთ პასუხი ქირურგ-ტრანსპლანტოლოგისგან.

ჩვენს კლინიკაში თმის გადანერგვის მაგალითები

უყურეთ ჩვენს არხს





რას ამბობენ ჩვენი პაციენტები



რას ამბობენ ჩვენი პაციენტები











წვერის გადანერგვა
წვერის გადანერგვა


ჩვენი პროფესიული წარმატების ისტორია

აკაკი წილოსანი

Доктор Акакий Цилосани

  • Пересадка волос
    საავტორო ტექნოლოგიის ორიგინალური მიკროტროაკარი

    სადონორო გრაფტების ტრავმატიზმის მინიმიზაციის მიზნით ექიმი წილოსანი იყენებს საჭირო დიამეტრის მიკროტროაკარებს (პანჩებს). ჩვეულებრივ სადონორო გრაფტის ტრავმატიზმი გამოწვეულია არასაკმარისი ზომის მიკროტროაკარების გამოყენებით, როდესაც მიკროტროაკარი მცირე ზომისაა, ხოლო ფოლიკულარული გაერთიანება დიდი. ამ დეტალის გათვალისწინებით ექიმმა აკაკიმ გამოიგონა ორიგინალური მიკროტროაკარი, რომელსაც სტანდარტულ პანჩთან შედარებით ორი მნიშვნელოვანი უპირატესობა გააჩნია: ალესვის სპეციალური ფორმა და თავისებურება, რაც ამცირებს ტრანსსექციის რისკს და სპეციალრი ფანჯარა, რომელიც იძლევა გრაფტის ამოღების საშუალებას მისი ტრავმირების გარეშე.
  • Пересадка волос
    მთლიანი (დანაწევრების გარეშე) გრაფტები სიცოცხლისუნარიანობის მაღალი მაჩვენებლებით

    ექიმი ა. წილოსანი იყენებს სადონორო მასალის მოპოვებისა და დამუშავების ეფექტურ მეთოდს: გრაფტების დამუშავება ხდება მაქსიმალურად მცირე ზომამდე, ამავდროულად არ ირღვევა ფოლიკულარული გაერთიანებების მთლიანობა და ფოლიკულების გარშემო საჭირო რაოდენობის ქსოვილი რჩება გადანერგვის პროცესის დროს დეჰიდრაციისგან და ტრავმირებისგან დაცვის მიზნით. ამ მეთოდმა საშუალება მოგვცა გრაფტების მაქსიმალური სიცოცხლის- უნარიანობა მიგვეღწია - 95 % მეტი.
  • Пересадка волос
    ბუნებრივთან მიახლოებული მაღალი სიხშირე

    გადანერგილი თმის ბუნებრივი იერი მიიღწევა გრაფტების იმპლანტაციის მაღალი სიხშირითა და მათი ზრდის სწორი მიმართულების მიცემით. თმის ცვენის ზედა სტადიებზე ბუნებრივისგან ვიზუალურად არაფრით განსხვავებული მაღალი სიხშირის მისაღწევად ექიმ წილოსანის მეთოდმა საშუალება მოგვცა სადონორო ზონიდან მოგვეპოვებინა გრაფტების საჭირო რაოდენობა (4000-6000 და მეტი) და ამავდროულად მიგვეღწია მათი იმპლანტირების მაღალი სიხშირისთვის - 1კვ.სმ-ზე 35-40 გრაფტიდან 1კვ.სმ-ზე 45-60 გრაფტამდე თმის ხაზის ზონაში.
  • Пересадка волос
    ექიმ ა. წილოსანის ორიგინალურმა მეთოდმა შესაძლებელი გახადა თმის აღდგენა დამწვრობით გამოწვეული ალოპეციის ყველაზე მძიმე ფორმების დროსაც კი. გადანერგვის დროს ნაწიბუროვან ქსოვილში ჩანერგილ სწორად მოპოვებულ და მომზადებულ სადონორო გრაფტებს სიცოცხლისუნარიანობის იგივე მაჩვენებლები აქვს (95%), რაც ჩვეულებრივ შემთხვევებში.
  • Трансплантация волос
    2012 წელს ა. წილოსანმა წარმატებით ჩაატარა თავისი მასშტაბით უნიკალური თმის გადანერგვის ოპერაცია. ერთი ოპერაციის განმავლობაში, რომელშიც ორი ქირურგი, ხარისხის კონტროლის ორი მენეჯერი და ქირურგის 12 ასისტენტი იღებდა მონაწილეობას, პაციენტს გადაენერგა 9688 გრაფტი, რაც აბსოლუტურ მსოფლიო რეკორდს წარმოადგენს.
  • Трансплантация волос
    მაღალკვალიფიციური გუნდი, რომელსაც შეუძლია გრაფტების დიდი რაოდენობის გადანერგვა, ასევე მიკროხვრელების შექმნის ყველაზე თანამედროვე მეთოდოლოგიის გამოყენებამ შესაძლებელი გახადა გრაფტების გადანერგვა მაქსიმალური, ბუნებრივთან მიახლოებული სიხშირით.


FUE transplant
FUE transplant




თმის გადანერგვის ტრენინგ პროგრამა ექიმებისა და ასისტენტებისთვის

ტრენინგ  პროგრამა ექიმებისა და ასისტენტებისთვის


უკვე 10 წელზე მეტია, რაც თმის გადანერგვის მსოფლიოში აღიარებული ექსპერტი აკაკი წილოსანი თავის უზარმაზარ გამოცდილებას უზიარებს ახალგაზრდა კოლეგებს და ატარებს ტრენინგ კურსებს როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი ექიმებისთვის. ჩვენი სკოლა გაიარა 350-ზე მეტმა ექიმმა მსოფლიოს ყველა კუთხიდან, რომელთა დიდ უმრავლესობას თმის გადანერგვის წარმატებული პრაქტიკა აქვთ საკუთარ ქვეყნებში და დღეისთვის ISHRS-ის აქტიური წევრები არიან... (ვრცლად)


უფასო ონლაინ კონსულტაცია

თქვენ გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა პირველი კონსულტაცია ინტერნეტის მეშვეობით მიიღოთ. პროფესორი აკაკი წილოსანი მზად არის თქვენი შემთხვევა დისტანციურად განიხილოს და გაგიწიოთ რეკომენდაციები!

დაგვირეკეთ +(995) 568 727 608

https://api.whatsapp.com/send?phone=995568727608 viber://chat?number=995568727608

მოგვწერეთ!
იმისთვის, რომ გაიაროთ უფასო კონსულტაცია და მიიღოთ ექიმის რეკომენდაცია, გთხოვთ შეავსოთ ანკეტა

აირჩიეთ თქვენი თმის ცვენის სტადია



თქვენი ფოტოსურათები:

როგორ გაიგეთ ჩვენ შესახებ?


არის თუ არა ჩვენი ინტერნეტ გვერდი ინფორმატიული?

კონფიდენციალურობის პოლიტიკა: წილოსანის კლინიკა შეესაბამება პერსონალური ინფორმაციის დაცვის აქტის მოთხოვნებს. პაციენტის წერილობითი თანხმობის გარეშე, კლინიკის მიერ არ გამოქვეყნდება ფოტოსურათები ან პერსონალური ინფორმაცია. ამასთან, წილოსანის კლინიკა არ მიაწვდის პერსონალურ ინფორმაციას მესამე მხარეს.


გარანტია!

22 წლიანი გამოცდილება თმის გადანერგვის სფეროში საშუალებას გვაძლევს მოგცეთ გარანტია: გადანერგილ ფოლიკულურ გაერთიანებებს ექნებათ მაღალი სიცოცხლისუნარიანობის მაჩვენებელი და გადანერგვის შედეგად ამოსული თმა გაიზრდება მთელი ცხოვრების განმავლობაში! ჩვენი მხრიდან ვიღებთ სრულ ფინანსურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას შედეგებზე. პაციენტებთან ვაფორმებთ საერთაშორისო სტანდარტზე დაფუძნებულ კონტრაქტს.
22 წლიანი პრაქტიკა თმის გადანერგვის სფეროში!

თმის გადანერგვა     თმის გადანერგვა